ბუდაპეშტში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადის მე-9 ტურის შეხვედრები.

საჭადრაკო ოლიმპიადის მე-8 ტურში ქართველმა ქალებმა ფრანგები 3,5:0,5 დაამარცხეს.

საქართველოს ქალთა ნაკრებს ცხრა ტურის შემდეგ  ექვსი მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება აქვს და 14 ქულით მესამე-მეთერთმეტე ადგილებს იყოფს

1. ყაზახეთი - 16 ქულა
2.  ინდოეთი - 15 ქულა
3-11. აშშ, გერმანია, ესპანეთი, ვიეტნამი, პოლონეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ჩინეთი - 14 ქულა
   

ქართველმა კაცებმა მეცხრე ტურში უკრაინელებთან 1:3 წააგეს და ლიდერებს ჩამორჩნენ.  მათ ცხრა ტურის შემდეგ  ოთხი მოგება და ოთხი  ფრე აქვთ და ერთი წაგება აქვთ.

1. ინდოეთი - 17 ქულა
2-4. აშშ, უზბეკეთი, ჩინეთი  - 15 ქულა
...
20-39. საქართველო - 12 ქულა

შეჯიბრების დასრულებამდე ორი ტური დარჩა.

მე-10 ტურში ქალები ყაზახებს შეხვდებიან, კაცები კი ფილიპინელებს.