უეფას ჩემპიონთა ლიგა I ტურის ბოლო ექვსი შეხვედრა დასრულდა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ევროპა ლიგის შარშანდელმა ფინალისტმა „ბაიერმა" სტუმრად „ფეიენორდს" პირველივე ტაიმში მოუღო ბოლო.

„ფეიენორდი" - „ბაიერი" 0:4(0:4)
გოლები: 5' ფლორიან ვირცი 0:1, 30' ალეხანდრო გრიმალდო 0:2, 36' ფლორიან ვირცი 0:3, ტიმონ ველენრეიტერი 0:4

ასევე პირველ ტაიმში გადაწყვიტა შეხვედრის ბედი „ბენფიკამ" პორტუგალიელებმა „ცრვენა ზვედას" გასვლაზე პირველი ტაიმის მე-9 და 29-ე წუთებზე გაუტანეს გოლი და შემდეგ გამარჯვების შესანარჩუნებლად დიდი ჯაფა არ დასდგომიათ. მასპინძლებმა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეძლეს ერთი საპასუხო გოლის გატანა. 

„ცრვენა ზვეზდა" - „ბენფიკა" 1:2(0:2)
გოლები: 9' ქერემ აქთურქოღლუ 0:1, 29' ორკუნ კეკჩიუ 0:2, 86' ფელისიო მილსონი 1:2


ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმმა" საფრანგეთში „ბრესტთან" განიცადა მარცხი. კიტეიშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს. 89-ე წუთზე „შტურმი" 10 კაცით დარჩა მინდორზე.

„ბრესტი" - „შტურმი" 2:1(1:1)
გოლები: ჰუგო მაგნეტი 1:0, 45+1' ედიმილსონ ფერნანდეში, საკუთარ კარში 1:1, 56' აბდალაჰ სიმა 2:1
გაძევება: 89' დიმიტრი ლავალე („შტურმი", მეორე ყვითელი).


ევროპა ლიგის" არშანდელმა გამარჯვებულმა „ატალანტამ" სახლში „არსენალთან" ფრედ ითამაშა.

გერმანელები მადრიდში შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა გოლი მალევე გაქვითეს, შემდეგ კი მთელი შეხვედრის მანძილზე არ კარგავდნენ თამაშის მოგების იმედს და მათმა მონდომებამ 90-ე წუთზე შედეგი გამოიღო.

„ატალანტა" - „არსენალი" 0:0
51-ე წუთზე მატეო რეტეგის დარტყმული თერთმეტმეტრიანი სტუმართა მეკარე დავიდ რაიამ მოიგერია.


„ატლეტიკო" - „ლაიფციგი" 2:1(1:1)
გოლები: 4' ბენჟამინ სესკო 0:1, 28' ანტუან გრიზმანი 1:1, 90' ხოსე მარია ხიმენესი 2:1


„ბარსელონა" მონაკოში უკვე მე-11 წუთზე აღმოჩნდა რიცხობრივ უპირატესობაში და ხუთ წუთში ანგარიშშიც ჩამორჩა. 28-ე წუთზე ლამინ იამალიმ ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ „ბარსელონა" დიდხანს ახერხებდა ანგარიშის შენარჩუნებას, მაგრამ საბოლოოდ სახლში უქულით დაბრუნდა. 71-ე წუთზე გაშვებული მეორე გოლის შემდეგ სტუმრებს ზალა აღარ აღმოაჩნდათ მატჩის გადასარჩენად.

„მონაკო" - „ბარსელონა" 2:1(1:1)
გოლები: 16' მაგნეს აკლიუში 1:0, 28' ლამინ იამალი 1:1, 71' ჯორჯ ილენიხენა 2:1
გაძევება: 11' ერიკ გარსია („ბარსელონა", წითელი ბარათი)