სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, ხელბურთში ვახტანგ ხელისუფალისა და მილერი ქიშმარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და მეზობელი ქვეყნების გუნდები იღებდნენ.
ვაჟებში გამარჯვებული გუნდი სამტრედიის ,,სამტრედია'' გახდა, მწვრთნელები: ავთო ქავზინაძე, ალექსანდრე ხონელიძე, კლუბის დირექტორი გოგი ხელისუფალი. მეორე ადგილი გორის გუნდმა დაიკავა, გოგონებში პირველი ადგილის მფლობელი, ბათუმის გუნდი, მეორე ადგილის კი ერევნის გუნდი გახდა.
ხელბურთის ტურნირი ცენტრალურ სტადიონზე ახლადრეაბილიტირებულ დახურულ დარბაზში ჩატარდა.
გამარჯვებული გუნდები, სამტრედიის მუნიციპალიტეტს მერიის მიერ, მედლებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულ გუნდები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვახტანგ მეიგარიანთან, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, რევაზ რობაქიძესთან, სომხეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა და თითოეულ მათგანს სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და მსგავსი საერთაშორისო ტურნირების გამართვის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე ისაუბრა. როგორც მერმა განმარტა, მომავალშიც არა ერთი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რაც მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.