მხარდაჭერა, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლება დღის ცენტრის 16 ბენეფიციარს საზოგადოებაში ინტაგრაციაში ეხმარება, მაგალითია თითოეული მოქალაქი
სთვის.
დღეს აქაური ბენეფიციარები ტკბილეულითა და საჩუქრებით გაახარეს. მათთვის საყვარელმა ანიმატორებმა კი მხიარული და სასიამოვნო გარემო შექმნეს.
დავით ბახტაძე- ,,აქ სტუმრობით ყოველთვის დადებითი ემოციებით ვივსებით. მუნიციპალიტეტის ჩართულობით დღის ცენტრს უფინანსდება კომუნალური და სატრანსპორტო ხარჯები. ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავთ აღმზრდელ-პედაგოგთა მაქსიმალურ ჩართულობაა ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. რა თქმა უნდა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსგავსი ღონისიებები,"
,,მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს ჩვენი ბავშვების გახარებისთვის, თანადგომისთვის. ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები დიდი სტიმულია," განაცხადა დღის ცენტრის პედაგოგმა, შუქია თვალაბეიშვილმა.
შშმ პირდა დღე 3 დეკემბერი 1992 წლიდან აღინიშნება და იგი გაეროს ინიციატივით დაარსდა.