საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გოგონა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ საქანელაზე ქანაობდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე თოკები გადაიხლართა და გოგოს კისერზე შემოეხვია.
ოჯახის წევრებმა ნახეს ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.








