ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ და ამავე სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ლევან მუშკუდიანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციისა და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვის პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში განახორციელა.
პროექტის შედეგად, 320 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს: საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით; აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით.
პროექტის ჯამური ღირებულება 4 000 000 ლარზე მეტია.