ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ეროვნული პარკი 4 759 ჰექტრით გაფართოვდა. შეიქმნა ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ხუთი ბუნების ძეგლი: უშოლთის, კიდობანის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები.
რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ონის მუნიციპალიტეტში, 2023 წელს შეიქმნა. პარკის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების აღდგენას.








