მამაკაცი, რომელსაც თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.
,,დაშავებულის კლინიკაში შემოყვანიდან ძალიან მალე დაფიქსირდა გარდაცვალება. მხოლოდ პირველადი დახმარების გაწევა შევძელით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა", - განუცხადა „აიპრესს“ თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.
ცნობისათვის, შემთხვევა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ, იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა.