ესპანეთში მიმდინარე პარამსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ლადო ჭინჭარაულმა 251.5 ქულა დააგროვა და 10 მეტრზე პნევმატიკური თოფიდან სროლაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ცნობისათვის, ლადო ჭინჭარაული არაერთი ტიტულის მფლობელია.  წელს, ეს სპორტსმენისთვის რიგით მეორე ტიტულია. ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.