ქუთაისში საბა კლდიაშვილის სკვერში, შრომის მემორიალთან, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით მდუმარე აქცია მიმდინარეობს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის დაწყების აღსანიშნავად. რომლის სლოგანიცაა: ,,გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის!"
საერთაშორისო კამპანია 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს დასრულდება.
ფონდის თანამშრომლების გარდა, აქციაში პარტნიორი NGO ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლები ჩაერთნენ.