ქობულეთში, მერიის მიერ გამოცხადებულ პროგრამაზე დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო. სტიპენდია გაიცემა უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებისთვის.

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც მერიის  გვერდზე არ ატვირთული. სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს კვარტალში ერთხელ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც საშუალო არითმეტიკული ქულა 91 და მეტი აქვთ მიღებული.
თანხა სემესტრში შეადგენს 500 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 1000 ლარს. ასევე წელს გრანტოსანი სტუდენტებიც დაფინანსდებიან მერიის მიერ დაწესებული ჯილდოთი.