ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება - ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, გაფორმდა ხელშეკრულება და პირველ ეტაპზე 8 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსის შესყიდვა მოხდება. 


„ხელშეკრულება გავაფორმეთ - ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება! სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ვიწყებთ რეფორმის გატარებას და პირველ ეტაპზე შევისყიდით 8 ერთეულ ISUZU-ს მარკის ავტობუსს. ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმება მარშრუტები და მოეწყობა გაჩერებები. შემდეგი წლიდან, მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეებისთვის კომფორტული და უსაფრთხო იქნება. 
ამით შევასრულებთ წინასაარჩევნოდ, თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას: თანამედროვე ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლება - ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ. 
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნავს ოზურგეთის მერი.