ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო სკოლის დამთავრება ჩვენს მე-12 კლასელებს. წარმატებები ვუსურვო საუნივერსიტეტო თუ პროფესიული განათლების ეტაპზე და ცხოვრებაში,“- აღნიშნა მან. 

 

ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზესტუდენტების წახალისების მუნიციპალურ პროგრამებზეც ისაუბრა. 

 

„ოზურგეთის მერია წელსაც წაახალისებს წარმატებულ ახალგაზრდებს და ეროვნულიგამოცდების შედეგად 100%-ანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს 3000 ლარს გადავცემთ, ხოლო 70%-ანი გრანტის მფლობელებს 1000 ლარი გადაეცემათ,“- განაცხადა მერმა.