რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად ორ პირობას აყენებს
„უკრაინის ჯარები სრულად უნდა იქნეს გაყვანილი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან - ამასთან მე ვამახვილებ თქვენს ყურადღებას შემდეგზე: ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან მათ ზუსტად იმ ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომელიც არსებობდა მათი უკრაინაში შემადგენლობაში ყოფნის დროს. როგორც კი კიევი გამოაცხადებს, რომ მზად არის ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებს ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად შეატყობინებს უარს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, ჩვენი მხრიდან დაუყოვნებლივ გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყეტის და მოლაპარაკების დაწყების შესახებ"- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებას „აბსურდული" უწოდა.