ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, გიდებისა და ტუროპერატორებისთვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა.

ტურის ფარგლებში ვიზიტორებმა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი და ნაქალაქარი დაათვალიერეს.

ტურის მიზანს წარმოადგენდა, ქვემო ქართლში არსებული, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და თემით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების ხელშეწყობა. მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

#მემიყვარსდმანისი