სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლის  რეგიონში გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაში მიმდინარე გამაგრება / სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

სკოლის რეაბილიტაციის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტოს მასშტაბური პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტი მოიცავ სკოლის შენობების გამაგრება/სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას: რემონტდება სახურავი და ფასადი; საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები; ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა; მოეწყობა ლიფტები, პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები.

სკოლა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და სპორტული ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით სკოლა უზრუნველყოფილი იქნება რეკრეაციული სივრცეებით და სპორტული ინფრასტრუქტურით.

6 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები ევროსტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესები დაცვით მიმდინარეობს და მომავალი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება; შედეგად, რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა გახდება სრულად ადაპტირებულ, შესაბამისსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურითა და რესურსებით უზრუნველყოფილ, კომფორტულდა უსაფრთხო საგანმანათლებლო სივრცე.