ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ

რუსეთის ქალაქ ბრიანსკში, ოდნავ დაგვიანებით სკოლაში მისულმა მერვეკლასელმა გოგონამ მეოთხე სართულზე ბიოლოგიის კაბინეტში შევიდა და თანაკლასელებს სროლა აუტეხა. სროლის შედეგად მან თანაკლასელი გოგონა მოკლა, კიდევ ერთი თანაკლასელი გოგონა და ოთხი ბიჭი კი დაჭრა და ამის შემდეგ თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა თანაკლასელ გოგონასთან ასევე თანაკლასელი ბიჭის გამო იყო ნაჩხუბარი. ის სკოლაში ტყუპისცალ დასთან ერთად მივიდა, თუმცა შემდეგ შეყოვნდა და კაბინეტში გაკვეთილის დაწყებამდე არ შევიდა.

ის ორი დღის განმავლობაში ძალიან დანაღვლიანებული ჩანდა, თითქმის არ საუბრობდა და არ პასუხობდა კითხვებს. დილით მან არ ისაუზმა და მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა: „არ იყვირო", - ამბობს გოგონას დედა.

მისი თქმით, მამის კუთვნილი თოფი და სანადირო დანა გოგონამ მალულად გაიტანა სახლიდან, არავის შეუმჩნევია.

ადგილობრივი მედიის თანახმად, მოსწავლე გოგონამ სკოლაში თოფით შეუმჩნევლად შესვლა იმიტომ შეძლო, რომ მეტალოდეტექტორი მწყობრიდან იყო გამოსული. სკოლის დირექტორი პოლიციამ დააკავა. პოლიციაშია აგრეთვე გოგონას მამაც, რომელიც აცხადებს, რომ თოფს და დანას სეიფში ინახავდა, სეიფი კი დაკეტილი იყო.