ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად გაეცნო.