ასეთ განცხადებას ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს. 

„უგუნური მკვლელობები მალე დასრულდება. ომისკენ წამქეზებელ-მომხვეჭელთა დრო ამოიწურა", - წერს ილომ მასკი.

ამერიკელი მილიარდერი არ აკონკრეტებს, გულისხმობს რუსეთის-უკრაინაში ომს თუ ისრაელის ომს „ჰამასის" წინააღმდეგ, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ, როგორც პრესა წერს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისალოცად დონალდ ტრამპს დაურეკა, მასკი აგრეთვე გაესაუბრა პუტინს და გარდა ამისა, The Wall Street Journal-მა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ტრამპის შესაძლო გეგმების შესახებ გამოაქვეყნა სტატია, ვარაუდობენ, რომ მასკი,  სულ მცირე, რუსეთ-უკრაინის ომის უახლოეს პერიოდში დასრულებაშია დარწმუნებული.