თელაველი სპორტსმენი,  ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთში მიმდინარეობდა, სადაც ჩიდრაშვილი ფინალში გავიდა და 58 კგ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 

„ხელზე ოპერაცია დაახლოებით 10 თვის წინ ჩაუტარდა, წანაზარდები ჰქონდა, საკმაოდ რთული ოპერაცია იყო. ამ ეტაპზეც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არ გვეგონა, ასეთ შედეგს თუ დადებდა. მაგრამ საბედნიეროდ, კვლავ მივაღწიეთ წარმატებას." - განუცხადა ,,აიპრესს,, სპორტსმენის მეუღლემ, ია ჩიდრაშვილმა. 

ცნობისათვის, ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს 6-გზის ევროპის 5-გზის ჩემპიონია.