შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და  მერიის წარმომადგენლები შშმ ბავშვთა ცენტრ „მომავლის სახლის“ ბენეფიციართა ნამუშევრების წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვას ესტუმრნენ.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა „მომავლის სახლს“ საჩუქრად მუსიკალური ცენტრი გადასცეს და გამოფენილი ნამუშევრებიც შეიძინეს.

ყოველ 3 დეკემბერს შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივსაცემად მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ხაშურის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა.

ღონისძიების ორგანიზატორია მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური.


--