ხაშურში, ინტელექტუალური თამაშის „ბიგ რაუნდის“ ნახევარფინალის შესარჩევი ტური ჩატარდა.


წელს,შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტის 22 სკოლის ინტელექტუალთა გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ, 15 დარჩა.


ნახევარფინალში 8 სკოლის გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას.


საფინალო შეხვედრა, ზღვისპირეთში გაიმართება, გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ინტელექტუალური თამაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ყოველ წელს ტარდება და მისი მხარდამჭერები არიან: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ორგანიზაცია "ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის." ღონისძიების ორგანიზატორია მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.
შეხვედრებს, ტრადიციულად, უძღვება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ბესიკ გაჩეჩილაძე.