26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც წვიმიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

სოხუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ამბროლაურშიც ნალექიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 იქნება.

ბორჯომში დღე უნალექოდ ჩაივლის, +26 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია გორში, დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც მზე გამოანათებს, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +20 ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +17 გრადუსი.

სიღნაღშიც წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

რუსთავში მოსალოდნელია წვიმიანი დღე. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მცირედი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.