"ყველა სახელმწიფოს ინტერესები ვრცელდება იქამდე, სადამდეც მას ძალა ჰყოფნის, ეს არის მისთვის სამართლიანობა და არა აქვს მნიშვნელობა, ეს დემოკრატიული ათენის რესპუბლიკა იქნება, თუ - ჩინგიზ ხანის მონღოლეთი. " - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ამერიკას და დანიას შორის გრენლანდიის შესახებ დადებული ხელშეკრულება სრულიადაც არ არის რაიმეთი განსაკუთრებული ან საკვირველი ამბავი, პირიქით, არსებული მსოფლიო წესრიგიდან გამომდინარე,

სრულიად კანონზომიერი სავსებით სამართლიანი მოვლენაა.

ამ გარიგების ისტორია იმის ქრესტომათიულ თვალსაჩინოებას წარმოადგენს, თუ რა პრინციპს ეფუძნებოდა ყოველთვის და დღესაც ეფუძნება მსოფლიო პოლიტიკა.

ყველა სახელმწიფოს ინტერესები ვრცელდება იქამდე, სადამდეც მას ძალა ჰყოფნის, ეს არის მისთვის სამართლიანობა და არა აქვს მნიშვნელობა, ეს დემოკრატიული ათენის რესპუბლიკა იქნება, თუ - ჩინგიზ ხანის მონღოლეთი.  

ეს არის რეალპოლიტიკა, რაც განსაზღვრავს მსოფლიოში რეალურად მოქმედ სამართალს, ხოლო ქვეყნებს შორის მეგობრობაზე საუბარი, მხოლოდ ლეღვის ფოთოლია, რომელიც დიპლომატიურად ფუთავს ინტერესებს.

მოსწონს ეს ვინმეს, თუ - არა, დედამიწაზე ცხოვრებას რეალპოლიტიკა წარმართავს და სკოლებში ისტორიის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის უნდა იყოს, რომ ყმაწვილმა თავიდანვე შეიმეცნოს, როგორ სამყაროში ცხოვრობს, რათა არსებულ გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს. 

ბრიტანეთს არ ჰყავს მეგობრები, ბრიტანეთს აქვს მხოლოდ ინტერესები!"- წერს ვასილ მაღლაფერიძე.