ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის დიმიტრი ყიფიანის სახელობის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები გაიმართა, მათ შორის სამაგიდე თამაშების ტურნირები.
ქალაქის ცენტრალური პარკი კი ფერების ფესტივალს და 3x3 კალათბურთის ჩემპიონატს მასპინძლობდა. ღონისძიებები ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილიც შეუერთდა. მან ახალგაზრდებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა და ყველა საინტერესო წამოწყებაში თანადგომას დაჰპირდა.