ხაშურში, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სამიზნე სოფლების მერის წარმომადგენლები შეხვდნენ „ოუფენ ნეტისა“ და ქსელის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე განხილული იყო ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეების ჩართულობით, ოპტიკური ქსელის მშენებლობის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფს.
ხაშურის მუნიციპალიტეტიდან პროგრამის სამიზნე არეალებია: ბრილი, დიდი ფლევი, ნაცაგორა, სავანისუბანი, ტაშისკარი, ტეზერი, ტკოცა, ქემფერი და ცოცხნარა.
სახელმწიფოს მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით და შემუშავებული მოდელით სარგებელს მიიღებს როგორც მოსახლეობა, ასევე კერძო სექტორი.
პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიის ჩართულობით მიმდინარეობს, ხოლო ფინანსური მხარდამჭერები არიან: მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.
2025 წლის ბოლოსთვის, პროექტ Log in Georgia -ს ფარგლებში, ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რითაც სარგებელს მიიღებს, 500,000-მდე ადამიანი.