ხაშურის მუნიციპალიტეტში სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი „ბიგ რაუნდი“ დასრულდა.


მორიგი სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ბესიკ გაჩეჩილაძე უძღვებოდა, ბათუმში ჩატარდა.
კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები, უკომპრომისო ბრძოლის შედეგად გამოავლინა გამარჯვებული - ხაშურის მე-3 საჯარო სკოლის გუნდი. მეორე ადგილზე ქვიშხეთის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდს ერგო. 
ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებულებს პრიზები გადასცა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფრუიძემ.
„ბიგ რაუნდი“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ყოველ სასწავლო წელს ტარდება და მასში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია "ბიგ რაუნდის" მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ხაშურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს და ორგანიზაციას "ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის", რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ინტელექტუალური თამაშის მასპინძელი იყო.