ქალაქ ხაშურში აგარის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

პროექტის ფარგლებში, ეწყობა საგზაო ნიშნები და მონიშვნები. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი სამელიორაციო არხის გასწვრივ დამონტაჟდება ე.წ. ლითონის ჯებირი - ლითონის თვალამრიდი ზღუდარი და უსაფრთხოების გვერდულები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 272 265 ლარს შეადგენს.

აგარის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს - შპს "ოპტიმალ+"-ის ზედამხედველობით მიმდინარეობს.