17 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გიორგი შენგელაიას ფილმით „ალავერდობა“ (1962 წელი) გაიხსნება. ფილმის ცენზურამდელი ვერსია ეროვნულ არქივს რამდენიმე თვის წინ გადაეცა. პირვანდელი სახით ფილმი შემონახულია კინოფირზე, რომელიც რეჟისორის ოჯახში ინახებოდა.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/ პეკინის გამზირი #40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).
ფესტივალის განმავლობაში ქართველი მაყურებელი იხილავს 14 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ პროგრამას თემაზე „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ნაჩვენები იქნება აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციებში დაცული ფილმები.
კინოფესტივალი 20 სექტემბერს დაიხურება ქართული პროგრამის მეორე ფილმით, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხლით“ (1975 წელი).
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია, ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/425761426664001
დაგეგმილი სეანსების შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies