65 წლამდე ქალი მიუსაფარმა ძაღლმა სამტრედიაში დაკბინა. რის შემდეგაც ის მკურნალობის კურსს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.
მან ცოფის საწინაადეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ გართულება გამოიწვია. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა რისი მიზეზიც შესაძლოა შესაძლოა გაკეთებული აცრა ყოფილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.