შემთხვევა სოფელ ვეჯინში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაუდგენელმა პირებმა, იმ ფერმას წაუკიდეს ცეცხლი, რომელიც 85 წლის კოლა გაბიტაშვილს ეკუთვნის. გაბიტაშვილი ამჟამად, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
ცნობისათვის, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. 35 წლის მამაკაცს სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, 85 წლის მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.