მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით,, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.