გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საშეშე რესურსით მოამარაგებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, რეგიონში ჯამში 1200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გაიგზავნა.
სტიქიის პირველივე დღეებიდან, გურიის რეგიონში მობილიზებულია მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა: 7 ერთეული მუხლუხებიანი ბულდოზერი, 3 ერთეული ჰიდრომანიპულატორიანი ავტომანქანა მერქნული რესურსის დატვირთვისთვის და 15 ერთეული თვითმცლელი საშეშე მერქნის ტრანსპორტირების მიზნით, ასევე, 3 ერთეული ბურანი. სათბობი მერქნით გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მომარაგდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.