აშშ-ის მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომაზე ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა.
ტრამპის თქმით, ის უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს „დიდად არ მისცემს“ და ამაზე პასუხისმგებლობა ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ გეოგრაფიული სიახლოვის გამო.
„დიდად არ ვაპირებ უსაფრთხოების გარანტიების მიცემას. ჩვენ ვაიძულებთ ევროპას, გააკეთოს ეს, რადგან ევროპა მათი მეზობელია. მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს. და როგორც იცით, ჩვენ ამას გავაკეთებთ – რეალურად გავხდებით უკრაინის პარტნიორები იშვიათი წიაღისეულის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან გვჭირდება იშვიათი წიაღისეული. მათ აქვთ შესანიშნავი იშვიათი წიაღისეული“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა მდივანი და ენერგეტიკის მდივანი ერთად იმუშავებენ ამაზე.
„ჩვენს მიერ დადებული გარიგება გვმატებს დიდ სიმდიდრეს. ჩვენ უკან ვიღებთ ფულს, რომელიც დავხარჯეთ, და იმედი გვაქვს, შევძლებთ ამის მოგვარებას“, – განაცხადა ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი