ამის შესახებ „ასოშეიტედ პრესი“ მის მიერ მოპოვებულ შიდა სამსახურებრივ მიმოწერაზე და ერთ-ერთი ფედერალური სარჩელის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია აუქმებს „იუსაიდის“ 6 200 მრავალწლიანი კონტრაქტიდან 5 800-ს 54 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტს და სახელმწიფო დეპარტამენტის 9100 გრანტიდან 4100-ს 4,4 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტს.

სააგენტომ განმარტავს, რომ გარდა პროგრამების დაფინანსების შეწყვეტისა, ტრამპის ადმინისტრაცია ადმინისტრაცია ასევე გეგმავს „იუსაიდის“ თანამშრომლების უმეტესობის სამსახურიდან ჩამოშორებას მათი შვებულებაში იძულებით გაშვების და გათავისუფლების გზით.