საქართველოს მელიორაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან 1, 7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს, დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და  საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია ატარებს,  თებერვალში დასრულდება.