ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამება- ჯიხეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. 

სადღესასწაულო ლიტურგიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.