სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს თომა დეკანოიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე გურიის ეროვნული პარკის დაარსების შესახებ ისაუბრეს, რომელიც მიზნად ისახავს  ტყის ლანდშაფტებში ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოსისტემის შენარჩუნებასა და რეგიონში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას.