გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე,  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით საგანმანათლებლო პროექტის ,,შეეხე ისტორიას ხელებით’’  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პროექტში მონაწილე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. დღის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობა. გაიმართა პროექტში მონაწილე კლასების დაჯილდოება;

 სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა  ისაუბრა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე.  მადლობა გადუხადა პროექტში მონაწილე ყველა სკოლას, მასწავლებელსა და მოსწავლეს  აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში;


ღონისძიებას აჭარის განათლების და სპორტის მინისტრის მოადგილეები რავშან ბეჟანიძე, ირაკლი აბულაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.