აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში ნ.დუმბაძის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი „HELLADOS ’’ ჩვენება გაიმართა, რომლის ინსცენირება რეჟისორ პეტრე ჩარგეიშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლს ძირითად მოტივად გასდევს ფრაზა: ,,სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“. სპექტაკლი გვიყვება მოზარდების ურთიერთპაექრობასა და თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლაზე, რომელიც საბოლოოდ გულწრფელ მეგობრობაში და ურთიერთპატივისცემაში გადაიზრდება.
წარმოდგენა ეხება ისეთ მარადიულ ფასეულობებს, როგორიცაა მეგობრობა, ტოლერანტობა, ტკივილი, იმედი და თავგანწირვა.
ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.