გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.