ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი მერის მოადგილე გიორგი პაპიაშვილთან ერთად ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ, მრავალბინიანი კორპუსის ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

„ხაშურში, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა. პროექტი, ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საცხოვრებელ პირობებს, ხოლო მეორეს მხრივ — ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. სამუშაოები გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა მრავალბინიანი კორპუსის ეზო მოწესრიგდება,“ — აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ხაშურში, ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 1 650 673 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.