ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტში  800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებას იწყებს.

პროექტი შემდგომში გამოყენებული იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც განმეორებადი მოდელი.

 მომზადებული პროექტის მიხედვით, მოსწავლეებისთვის უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის საკლასო  და რესურს ოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე, მუსიკის ოთახი.