ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის დარბაზში, ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის კონცერტი გაიმართა. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები.
ღონისძიებას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი დაესწრო. მერმა მადლობა გადაუხადა შემსრულებლებს სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს კულტურულ ინიციატივებსა და მათ განხორციელებას. ღონისძიების დასრულების შემდეგ, თბილისის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარმა მამა არჩილ ხაჩიძემ ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის შემოქმედებაზე ისაუბრა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხაშურის სამუსიკო სკოლის ორგანიზებით მოეწყო.




