ბათუმში მშენებარე ყინულის სასახლეს და საცურაო აუზს ფუნქციური და პარამეტრული კრიტერიუმებით საქართველოში ანალოგი არ აქვს. მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება.

ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია კომპლექსის რკინა-ბეტონის სამუშაოები. ასევე მოეწყო შენობის გადახურვა. ხორციელდება აუზების მოპირკეთების სამუშაოები. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა სივრცეების მოპირკეთება, ასევე დასრულების ეტაპზეა შიდა საინჟინრო სისტემების მოწყობის სამუშაოები.

მთლიანად დასრულებულია ყინულის სასახლის საერთო  სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ყინულის ფენები, დამონტაჟებულია სპორტული განათება, ტაბლო და გახმოვანების აპარატურა, მოწყობილია 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები.
ასევე მოეწყო სხვა დამხმარე სივრცეები საშხაპეების, გასახდელების და სხვა შიდა გამოყენების ოთახების სახით. დასრულდა შიდა და გარე ფასადების და იატაკის მოპირკეთება, ელექტრო აპარატურის მონტაჟი, გარე ინტერიერის და გამწვანების სამუშაოები.
კომპლექსი ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილ ყინულის მოედანს და 800 მაყურებელზე გათვლილ 10 ზოლიან,  2,10 მეტრი სიღრმის და 50 მ სიგრძის ოლიმპიური სტანდარტების და  მცირე, 25 მ სიგრძის სპორტულ-გამაჯანსაღებელ საცურაო აუზებს მოიცავს.
კომპლექსს ექნება ევროსტანდარტებით მოწყობილი სასტუმრო ნომრები, შეჯიბრებში მონაწილე ჩამოსული სპორტსმენებისთვის. ასევე გარე მოსასვენებელი სივრცე და საპარკინგე როგორც  მსუბუქი ავტომანქანებისთვის , ასაევე ავტობუსებისთვის.


  საცურაო კომპლექსის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პარალელურად ეწყობა მიმდებარე ტერიტორია. ობიექტზე სისტემატურად 150 ადამიანია დასაქმებული.


ყინულის სასახლე 2025 წელს გაიხსნა და უკვე უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდა მოციგურავეთა ჩემპიონატს.  საცურაო კომპლექსის კი  2026 წელს გაიხსნება. #აჭარისპროექტებისმართვისკომპანია
#ბათუმისყინულისსასახლე
#სპორტიდაჯანსაღიცხოვრება
#აჭარაPMC

პროექტს  აჭარის პროექტების მართვის კომპანია ახორციელებს.