ფოთის ცენტრალურ პარკში, ღია ტურნირი ძალისმიერ სპორტში, შტანგის ამოწევა strongman-ის წესებით „ფაზისის გოლიათი 2024“ ჩატარდა, სადაც აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად, ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი უძლიერესი ათლეტები ეჯიბრებოდნენ.
შედეგების მიხედვით აბსოლუტური გამარჯვებულის სამეული შემდეგნაირად გამოვლინდა:
🥇 I ადგილი - ვალიკო ფიფია (ზუგდიდი) -300 კგ. (კოეფიც. 160.7)
🥈 II ადგილი - სოსო ჩახვაძე (ოზურგეთი)- 280 კგ. (კოეფიც. 156.5)
🥉 III ადგილი - საბა ბერძენი (თბილისი)- 210 კგ. (კოეფიც. 145.)
🏆 საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ მედლები, სერტიფიკატები და ფულადი პრიზები.
ღია ტურნირი, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის და ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბი „ფაზისი 2011"-ის ორგანიზებით გაიმართა.