ქუთაისის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი მოეწყო, რომლის მონაწილეებმაც ქალაქში დასუფთავების მხრივ არსებული პრობლემები გაპროტესტეს.
აქცია საინიციატივო ჯგუფის ,,როდემდე?!“ ორგანიზებით შედგა. ,,ჩვენ გვსურს, გავაგებინოთ მერიას, რომ ქუთაისში ადამიანებს - სხვადასხვა ქუჩიდან აწუხებთ დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხები: დანაგვიანებული ქუჩები, არასაკმარისი ურნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის ინტენსივობა."-განაცხადეს აქციაზე.