ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული გალის
რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ ადგილობრივ მედიასთან განაცხადა.
ფილიას თქმით, ქარის გამო ხანძარი ვრცელდება და შენობებზე გადადის.
„სიტუაცია რთულია. ხანძარი საკმაოდ სერიოზულია. არის ძლიერი ქარი, რის შედეგადაც ვრცელდება და გადადის შენობებზე. მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ იყვნენ ყურადღებით. შესაძლოა, საჭირო გახდეს ევაკუაცია, ხოლო რაიონის ზედა ნაწილში ხალხის ევაკუაცია საჭირო იქნება. თუ არ გაქვთ შუქი, არ შეგეშინდეთ, რადგან მოკლე ჩართვის საშიშროების გამო გავთიშეთ. თვალი ადევნეთ სიახლეებს“, – განაცხადა კონსტანტინე ფილიამ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ენგურჰესის მეხანძრეთა რაზმი