ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა.


ადგილობრივების ინფორმაციით, ის სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც მან უკბინა.


გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.