„ბათუმის წყალი“ მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მიმართავს და ინფორმაციას აწვდის, 17-18 ოქტომბერს, უხვი ნალექის შემთხვევაში,  დახმარებისთვის კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკონ. 

„17-18 ოქტომბერს მოსალოდნელ უხვ ნალექთან დაკავშირებით, ბათუმის წყალი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ქალაქის მასშტაბით გაიწმინდა სანიაღვრე ჭები, ცხაურები, ღია და ზღვაში გამსვლელი არხები. 
მოსალოდნელი ნალექიდან გამომდინარე, ქუჩების, საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სარდაფების დატბორვის შემთხვევაში, სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ბათუმის წყლის ცხელ ხაზზე 1152, ან 0 422 242 222“,- ნათქვამია, „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.